in

ზაფხულის ტესტების წინ: ნარიაშვილმა ფეხი მოიტეხა და მისთვის სეზონი დასრულდა

“მონპელიეს” ქართველმა მორაგბემ მიხეილ ნარიაშვილმა მძიმე ტრავმა მიიღო.
30 წლის ბურჯმა ფეხი მოიტეხა, რის გამოც მისთვის სეზონი ნაადრევად დასრულდა.
ინფორმაციას ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. გარდა ნარიაშვილისა, “მონპელიეს” ამ სეზონში კიდევ 6 მორაგბე ვერ დაეხმარება.

შესაბამისად, მიხეილ ნარიაშვილი საქართველოს ნაკრების ზაფხულის ტესტმატჩებსაც გამოტოვებს.

“ბორჯღალოსნები” 3 და 10 ივლისს სამხრეთ აფრიკას ორჯერ დაუპირისპირდებიან, 17 ივლისს კი შოტლანდიას უმასპინძლებენ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტორპედოს ნანატრი გამარჯვება და წყალტუბოს მორიგი სენსაცია – ეროვნული ლიგა

ბარსა და ბუფონი ლაპარაკობენ: ლეგენდა ნოუ კამპზე დუბლიორი იქნება