in

ზაზა ფაჩულია: ყველაზე დიდი საჩუქარი რაც მიმიღია ქართველი ხალხის სიყვარულია -სტეფიც ასე ვარჯიშობს და იმედია ამ დარბაზში NBA-ს მომავალი ვარსკვლავები გაიზრდებიან

თბილისში ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო აკადემიაში Shoot 360-ის თანამედროვე ინტერაქციულ ტექნოლოგიების გამოყენების პრაქტიკული უნარჩვევების განვითარებაზე ორიენტირებული დარბაზი გაიხსნა. პროექტის იდეის ავტორი ლეგენდარული ქართველი კალათბურთელი, NBA-ს ორგზის ჩემპიონი ზაზა ფაჩულიაა. shoot 360-ის ფორმატის ინტერერაქციული დარბაზები აშშ-ში 2014 წლიდან გაიხსნა და როგორც თავად ზაზა ამბობს, ლიგის საუკეთესო სნაიპერი სტეფ ქარიც ასე ვარჯიშობს და იუმჯობესებს თავის უნარებს. ქართველმა კალათბურთელმა პროექტის განსახორციელებლად 3 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩადო.

დღეს, ლეგენდარულმა ქართველმა კალათბურთელთა მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლა და ჟურნალისტებთან ერთად ივარჯიშა. ვარჯიშის დასრულების შემდეგ, ზაზამ რამდენიმე საკითხზე sport4me.ge-სთან ისაუბრა.

shoot 360-ის დარბაზის შესახებ

“ამ პროექტზე ორი წლის განმავლობაში ვმუშაობდით. მიზანი და ჩემი დიდი სურვილი იყო, რომ Shoot 360-ის პირველი ევროპული ლოკაცია საქართველო ყოფილიყო. მიხარია, რომ ეს ტექნოლოგია, უკვე აქ არის და ბავშვებს შეეძლებათ ამ ულტრათანამედროვე დარბაზში, განვითარდეს. ვარჯისთან ერთად ამ ყველაფერს ერთგვარი გართობის სახეც აქვს და ეს აპარტურები ბავშვის ენაზე საუბრობს, რაც მოზარდისთვის ვარჯიშს კიდევ უფრო სახალისოს ხდის.

თვით სტეფ ქარიც ასე ვარჯიშობს და ღმერთმა ქნას ამ დარბაზშიც გაიზარდოს ისეთი ბავშვები, რომლებიც სამომავლოდ NBA-ს კარს შეაღებენ და იქნებ სტეფის რეკორდიც მოხსნან.

პირველი ნაბიჯები კალათბურთში

მე, როდესაც კალათბურთის თამაში დავიწყე, მაშინ ასეთი დარბაზი რომ გვქონოდა, შესაძლოა ჩვენ თაობასაც ბევრად მეტისთვისაც მიეღწია. მაშინ, რთული პერიოდი იყო და აშშ-ში წასვლა და NBA-ში მოხვედრა ნელი იყო. დღეს, ეს ყოველივე უფრო გაადვილებულია და ეს დარბაზი იმედი მაქვს მომავალ თაობას უფრო გაუადვილებს გზას დიდ კალათბურთში.

თქვენი თაობის ნაკრები -ოქროს თაობა

ჩვენს თაობაზე გულშემატკივრებში დიდი მოლოდინი იყო, მაგრამ რაც არ უნდა სამწუხარო იყოს ვაღიარებ, გულშემატკივართა იმედები ბოლომდე ვერ გავამართლეთ. რამდენიმე ევრობასკეტზე არ გაგვიმართლა, რადგან ოპტიმალური შემადგენლობით არასდროს ვყოფილვართ და თითქმის სულ გვაკლდა გამორჩეული მოთამაშეები. გარკვეულწილად გადაჭარბებული იმედებიც შევიქმენით.

ამ თაობის ნაკრებს კი, ყველანაირი პირობა აქვს. nba-ს ორი კალათბურთელი, ევროლიგის გამორჩეულიმოთამაშეები და ვფიქრობ ამ ნაკრებს აქვს პოტენციალი მიაღწიოს იმას, რასაც ჩვენმა თაობამ ვერ მივაღწიეთ.

სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე

ორი ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა. NBA ისეთი ორგანიზაციაა, აქ რომ მოხვდები მხოლოდ ნიჭით ვერ გახვალ ფონს შრომა არ უნდა დაგეზაროს. თითქმის ყოველ მეორე დღეს თამაშები, ბევრი ვარჯიშები. თუ შენ თავს უთხარი რომ დაიღალე და მეტი აღარ ეგიძლია წარმატების მიღწევა გაგიჭირდება. შრომა, შრომა, შრომა ამას ვურჩევდი მე დანდროს და გოგას და ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. მათ დიდი კალათბურთის თამაში შეუძლიათ.

რას ეტყოდით ქართველ გულშემატკივარს?

ჩემი კარიერის განმავლობაში ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც მიმიღია ვფიქრობ, ეს ქართველი ხალხის დიდი სიყვარულია, რომელსაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე. განსაკუთრებით NBAVOTE PACHULIA-ს პერიოდში და დიდი მადლობა მათ ამ ყველაფრისთვის.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარაცხელია ჩაშლილი ტრანსფერის გამო დეპრესიაშია და ეს მთელ გუნდს გადაედო

მაკედონია ისევ არ აგვცდა: საქართველოს მეტოქეები ერთა ლიგაზე