ქართული კალათბურთის ლეგენდა ზაზა ფაჩულია გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ელჩად დაინიშნა. NBA-ს სამგზის ჩემპიონი საპატიო თანამდებობაზე ლეგენდარულ ამერიკელ კალათბურთელთან, სტეფან კარისთან ერთად, ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა წარადგინა. ღონისძიება სან ფრანცისკოში, „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ არენაზე შედგა.
ზაზა ფაჩულიასა და სტეფ კარის ელჩებად წარდგენის შესახებ კომენტარი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა გააკეთა:
„სპორტულ კარიერაში მიღწეული წარმატება და საზოგადოების განვითარებისადმი ერთგულება ორივე მათგანს სამაგალითო ფიგურებად აქცევს. ეს კი მთელ მსოფლიოში სპორტის განხრით ტურიზმის სარგებლიანობის პოპულარიზაციაზე დადებითად აისახება“.
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის სპორტის ელჩად დანიშვნის შემდეგ მცირე კომენტარი ზაზა ფაჩულიამაც გააკეთა:
„მთელი ცხოვრება სპორტს მივუძღვენი და ზუსტად მესმის, რა დადებითი გავლენის მოხდება შეუძლია მას როგორც ტურიზმზე, ასევე, ზოგადად, ადამიანების ცხოვრებაზე. ამიტომ ეს როლი ჩემთვის ძალიან სასიამოვნო და, ამავე დროს, საპასუხისმგებლოა. ორგანიზაციასთან ერთად, ჩემს გამოცდილებასა და ცოდნას მაქსიმალურად გამოვიყენებ იმისთვის, რომ სამყაროში სპორტის დადებითი გავლენის შესახებ ცნობიერება კიდევ უფრო გაიზარდოს. ეს კი, დარწმუნებული ვარ, მსოფლიოს ჯანსაღი კუთხით განვითარებას ძალიან დაეხმარება. მინდა, ამ შესაძლებლობისთვის მადლობა გადავუხადო ჩემს კარგ მეგობარს – გენერალურ მდივანს, ზურაბ პოლოლიკაშვილს“.
გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის სპორტის ელჩების მთავარ მიზანია, ისეთი ინიციატივებისა და აქტივობების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს უწყობს სპორტის დახმარებით ტურიზმის განვითარებას, კულტურათა შორის კავშირების გაღრმავებას და ამ ყველაფრის საფუძველზე მდგრად ეკონომიკურ განვითარებას. ზაზა ფაჩულია, სხვა ელჩებთან ერთად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით სწორედ მსგავსი ტიპის აქტივობებსა და ინიციატივებში იქნება ჩართული.
ორგანიზაციის სპორტის ელჩები ლეგენდარული ფეხბურთელებია არიან: ლიონელ მესი, ანდრეს ინიესტა, დიდიე დროგბა, იკერ კასილიასი და ფერნანდო იერო. აღსანიშნავია, რომ მოქმედ ელჩებს შორის საკალათბურთო სამყაროდან მხოლოდ ზაზა ფაჩულია და სტეფ კარი იქნებიან.
იმავე მატჩზე, სადაც ზაზა ფაჩულია ოფიციალურად წარადგინეს გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ელჩად, თავად ზაზამ NBA All Star-ის სპეციალური Money Ball-ით All Star-ის კვირეულში Golden State Warriors-დან მონაწილეები წარადგინა.



სტეფ კარი – NBA All Star
ტრეის ჯექსონ-დეივისი და პატ სპენსერი – NBA Rising Stars
ქუენთინ პოსტი – G League Up Next
GIPHY App Key not set. Please check settings