in ,

ვნახეთ შესანიშნავი ბარსა: ანჩელოტი დელ ბოსკეა – IV ტური

ორ გუნდს ჰქონდა საწყისი 3 მატჩი მოგებული და ესენი ერთმანეთს რეკონსტრუქცია მიმდინარე „ბერნაბეუზე“ შეხვდნენ. სტატისტიკურად ბოლო პერიოდში „რეალს“ უჭირს ხოლმე „ბეტისის“ დამარცხება და ვერც ამჯერად გადაუარა, მაგრამ მოსაგებად კი მაინც ეყო ვინისიუსისა და როდრიგოს გოლებით. „რეალი“ 100%-იანი შედეგით გალიდერდა.

რადგან ეს იყო პირველი მატჩი ახალ სეზონში “სანტიაგო ბერნაბეუზე”, “რეალმა” ზაფხულში მოგებული თასები გამოიტანა და ჩემპიონთა თასითა და ევროპის სუპერთასი კიდევ ერთხელ გაამარიაჟა.

ბევრად ლაღად იგებს „ბარსას“, რომელმაც წლეულს გასაცოდავებულ „სევილიას“ მასტერ კლასი ჩაუტარა.

ძნელი სათქმელია რამდენს გაქაჩავენ „ვილიარეალი“, „ბეტისი“ ან რომელიმე სხვა, მაგრამ ჯერ ისე ჩანს, რომ წელს ორი გრანდის ბრძოლას ვნახავთ ლა ლიგაში. რაც შეეხება დიეგო სიმეონეს „ატლეტიკოს“, შესაძლოა გამოიღვიძოს, უბრალოდ დაგვიანებული არ იყოს.

„რეალმა“ ბოლო 6 წელიწადში პირველად დაიწყო ჩემპიონატი 4 მოგებით.

კარლო ანჩელოტი დაეწია დელ ბოსკეს „რეალის“ თავკაცის პოსტზე გამარჯვებების რაოდენობით. უფრო მეტი მხოლოდ ზიდანს და მუნიოსს აქვთ.

ანჩელოტი: „რთული იყო, არ გვეყო ბოლო პასი. 2:1-ზე არ არის საჭირო აზარის და ასენსიოს გამოშვება“.

„ბარსელონამ“ პირველად ბოლო 4 წელიწადში მოაგროვა მინიმუმ 10 ქულა 4 ტურში.

ტერ შტეგენმა სეზონის 4 მატჩიდან 3-ში არ გაუშვა. „ბარსაში“ მისი მშრალი მატჩების მაჩვენებელი 40%-ია.

ჩავი: „მე-20 წუთიდან ვდომინირებდით. ვნახეთ შესანიშნავი „ბარსა“.
გავი – ეს არის გული ფეხებით, ის ვნებით თამაშობს. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელია“.

ლევანდოვსკის 5 გოლი აქვს ლა ლიგის 4 მატჩში.

ლევანდოვსკი – მე-3 ფეხბურთელია 21-ე საუკუნეში, რომელმაც ლა ლიგის პირველ 4 მატჩში 5 გოლი გაიტანა. ეს კრიშტიანო რონალდოს და ფალკაოს გამოსვლიათ.

„სევილიას“ ამ საუკუნეში ყველაზე ცუდი სტარტი აქვს.

“ვილიარეალს” გოლი არ აქვს გაშვებული.

ლოპეტეგი: „თამაშის დასაწყისში უკეთ გამოვიყურებოდით. მერე „ბარსელონამ“ კლასი აჩვენა. ვცდილობდით გვებრძოლა, რაღაც გამოგვდიოდა, მაგრამ შეცდომები დავუშვით“.

ლა ლიგა – IV ტური

სელტა – კადისი 3:0
მალიორკა – ჟირონა 1:1
რეალი – ბეტისი 2:1
სოსიედადი – ატლეტიკო 1:1
სევილია – ბარსელონა 0:3
ოსასუნა – რაიო ვალეკანო 2:1
ბილბაო – ესპანიოლი 0:1
ვილიარეალი – ელჩე 4:0
ვალენსია – ხეტაფე 5:1

ორშაბათი, 5 სექტემბერი
ვალიადოლიდი – ალმერია

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

უბრალოდ ბედნიერი ვარ – V ტური

ეს არ არის ოცნება – VI ტური