in

ვლადიმირ ვაისი სლოვანის მწვრთნელი აღარ არის

ბრატისლავას „სლოვანის“ ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, სლოვაკი სპეციალისტი ვლადიმირ ვაისი გუნდს აღარ გაწვრთნის. ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყდა.

მოარული ხმების თანახმად, ვაისი გუნდის სატრანსფერო აქტივობით უკმაყოფილო იყო და კარსმომდგარი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წინ გუნდიც დატოვა.

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მესაჭემ „სლოვანი“ ზედიზედ ორჯერ გააჩემპიონა და გასულ სეზონში კონფერენს ლიგის ჯგუფშიც მოახერხა შეღწევა.

ჯაბა კანკავა და გურამ კაშია კვლავ ბრატისლავურ გუნდში ირიცხებიან.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

იაშკამ სკოპიეში ყოფილ თანაგუნდელთან ყავა დალია და სამახსოვრო მაისური გადასცა

ბოსტონმა გოლდენ სტეიტი დაამარცხა და სერიაში კვლავ წინ გაიჭრა