in

ვიცი ჯოჯოხეთი გველოდება, მაგრამ მოგებას შევძლებთ: ტორპედო იმედიანადაა

დღეს ქუთაისის „ტორპედოს“ ურთულესი მატჩი და გარემო ელოდება სარაევოში, სადაც კონფერენს ლიგის პირველი ეტაპის განმეორებითი მატჩი უწევს გაბრაზებულ „სარაევოსთან“. მოგეხსენებათ, ქუთაისში მომხდარი ინციდენტის გამო, როდესაც სტუმარი გულშემატკივარი ტრიბუნებზე არ დაუშვეს, მასპინძლები კბილებს ილესავენ და ჩვენებისთვის ჯოჯოხეთის მოწყობას აპირებენ.

„ტორპედომ“ მასპინძელ არენაზე ივარჯიშა, ხოლო გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, სტივ კინმა პრესკონფერენციაზე ოპტიმისტურად ილაპარაკა.

სტივ კინი:

„ვიცი, რომ აქ ჯოჯოხეთურ ატმოსფეროში მოგვიწევს თამაში, მაგრამ იმედი მაქვს, ისე ვითამაშებთ, როგორც პირველი მატჩის მეორე ტაიმში.


„სარაევოს“ ტრიბუნებიდან დიდი მხარდაჭერა ექნება და გვესმის, რა სირთულეებიც გველოდება, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ მოგებას შევძლებთ.

ჩვენი მიზანია ხმაურის იგნორირება. მოთამაშეებს გამუდმებით იმის შესახებ ველაპარაკები, რომ 100%-ით კონცენტრირებული ვიყოთ მხოლოდ თამაშზე.

ატმოსფერო აუცილებლად ფანტასტიკური იქნება, მაგრამ ამაში კარგის გარდა, ვერაფერს ვხედავ.

ჩვენ კარგი გუნდი გვყავს, რომელიც დღითიდღე უმჯობესდება. „სარაევომ“ უკვე იცის რეალურად რას წარმოვადგებთ.

არც მგონია რაიმე სიურპრიზები იყოს, ორივე გუნდმა ახლა იცის რა ელის, რადგან თამაში ორივემ გავაანალიზეთ და ახლა ერთმანეთს კარგად ვიცნობთ.

ჩვენი მიზანი მოედნის ცენტრში დომინირება იქნება, რაც პირველი მატჩის უმეტეს ნაწილში შევძელით. ეს „სარაევოს“ შეტევით პოტენციალს მინიმუმამდე შეამცირებს. მთავარი ბრძოლა ნახევარდაცვაში იქნება და თუ მოედნის ამ მონაკვეთში მეტოქეს ვაჯობეთ, ვფიქრობ, მოგებასაც შევძლებთ“.

„ტორპედოსა“ და „სარაევოს“ პირველი მატჩი 2:2 დასრულდა. დღეს, 20 ივლისს ამ გუნდების საპასუხო მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზეა და მის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სლოვანი პენალტებით გავიდა: ჩემპიონთა ლიგის ყველა შედეგი და მე-2 ეტაპის წყვილები

ტორპედოს დამარცხება პრობლემა არ უნდა იყოს: ტაქტიკა შეცვალეთ არა ისა…