in

ვიცი დავიტანჯები, მაგრამ… რონალდო 450 კმ-ს ველოსიპედით იმოგზაურებს

ბრაზილიელი რონალდო ველოსიპედით მოგზაურობას იწყებს ვალიადოლიდან სანტიაგო დე კომპოსტელამდე.

მოგეხსენებათ, ფენომენად წოდებული ფორვარდი ესპანური კლუბის „ვალიადოლიდის“ აქციების 51%-ის მფლობელია და მას 450 კმ-ს გავა მოუწევს.

„მე დავპირდი, რომ წმინდა იაკობის გზას გავუყვები, თუ ლა ლიგაში დავბრუნდებოდით. რადგან სირბილი არ შემიძლია, ამას ველოსიპედით გავაკეთებ.
ეს შესანიშნავი იქნება. ვიცი, დავიტანჯები, მაგრამ შთაბეჭდილება სამუდამოდ დამრჩება“, – თქვა რონალდომ.

„ვალიადოლიდმა“მეორე ლიგაში ბოლო მატჩში „უესკას“ 3:0 მოუგო და გათამაშება მეორე პოზიციაზე დაამთავრა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საუკეთესოები ტოპ-6 გარეთ: ვინ გამოარჩიეს პრემიერლიგის მეორე ეშელონიდან

ცუცქირიძემ საფრანგეთში კლუბი გამოიცვალა