უეფამ კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა ჩაატარა და შესაბამისად ცნობილი გახდა, მეორე ეტაპის დაძლევის შემთხვევაში, ვის შეხვდებიან ქართული გუნდები.
თუ ქუთაისის „ტორპედომ“ კვიპროსის „ომონია“ გაიარა, მისი შემდეგი მეტოქე „სუმგაიტსა“ (აზერბაიჯანი) და „ფეჰერვარს“ (უნგრეთი) შორის გამარჯვებული იქნება.
ბათუმის „დინამოს“ პოტენციური მეტოქე ფინეთის ჩემპიონი ჰიკ-ია.
„იბერიას“ ჯერ „პარტიზანი“ (ალბანეთი) ელოდება და თუ დაძლია ეს ბარიერი, მერე სავარაუდოდ თურქული „ბაშაქშეჰირი“ შეხვდება, რომელიც ახლა სან მარინოს „ლა ფიორიტას“ ეთამაშება.
ჰიკ – ბათუმის „დინამო“/„დეჩიჩი“ (მონტენეგრო)
„ტორპედო“/„ომონია“ – „სუმგაითი“/„ფეჰერვარი“
„იბერია“/„პარტიზანი“ – „ბაშაქშეჰირი“/„ლა ფიორიტა“
კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 8 და 15 აგვისტოს გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings