„ნაპოლი“ და მისი ექსცენტრიული პრეზიდენტი ახალ მწვრთნელს ეძებენ. ვისი კანდიდატურა არ თქვეს და გამორიცხეს, თითქოს ფავორიტებიც გამოიკვეთა, მაგრამ ჯერ არაფერია ხელჩასაჭიდი. იტალიური პრესა კი ახალ-ახალ ვარიანტებზე წერს.
აი ეს სიახლეები:
„ნაპოლიში“ მუშაობის სურვილი კრისტოფ გალტიემ და რუდი გარსიამ გამოთქვეს.
გარსია ბოლოს კრიშტიანო რონალდოს „ალ ნასრს“ წვრთნიდა, თუმცა არადამაკმაყოფილებელი შედეგებისა და პორტუგალიელ სუპერვარსკვლავთან კონფლიქტის გამო 2 თვის წინ მიაბრძანეს.
გალტიე კი პსჟ-დან ჯერ ოფიციალურად არ გაუშვიათ, მაგრამ ეს ამბავიც გადაწყვეტილია.
ამასობაში აურელიო დე ლაურენტისი „სალერნიტანას“ (მე-15 ადგილი) მთავარ მწვრთნელ პაულო სოუზას ელაპარაკა თანამშრომლობაზე. პორტუგალიელმა სპეციალისტმა გადაწყვეტილების მისაღებად დრო მოითხოვა.
და ერთი სატრანსფერო სიახლეც: „ნაპოლის“ პრეზიდენტი თვით სერხიო რამოსის დამატებას ცდილობს. გუნდი ესპანელ მცველთან მოლაპარაკებებს თურმე იანვრიდან აწარმოებს, ინფორმაციას კი თავად კლუბის პრეზიდენტი მალავდა.
რამოსმა პსჟ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
GIPHY App Key not set. Please check settings