დიეგო სიმეონე ლიდერობს იმ მწვრთნელთა ჩამონათალს, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგა არ მოუგიათ.
„ატლეტიკოს“ თავკაცმა FourFourTwo-ს მიერ შედგენილ რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა.
სიის შედგენისას არ გაითვალისწინეს ჩემპიონთა ლიგის წნამორბედი ჩემპიონთა თასის გათამაშება, ასევე არ გაუთვალისწინებიათ ის მწვრთნელები, რომლებსაც ამ ტურნირზე არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებიათ.
რეიტინგში შედიან:
- დიეგო სიმეონე (ატლეტიკო).
- არსენ ვენგერი (არსენალი, მონაკო).
- ვალერი ლობანოვსკი (დინამო კიევი).
- ბობი რობსონი (ნიუკასლი, პორტო).
- მასიმილიანო ალეგრი (მილანი, იუვენტუსი).
- მაურისიო პოჩეტინო (პსჟ, ტოტენჰემი).
- მირჩა ლუჩესკუ (შახტარი, დინამო კიევი, ინტერი და ა.შ.).
- კენი დალგლიში (ნიუკასლი).
- ოტო რეჰაგელი (კაიზერსლაუტერნი, ვერდერი).
- დიდიე დეშამი (მონაკო, მარსელი).
- უნაი ემერი (ასტონ ვილა, სპარტაკი, პსჟ და ა.შ.).
- ანტონიო კონტე (იუვენტუსი, ჩელსი, ინტერი, ტოტენჰემი).
GIPHY App Key not set. Please check settings