in

ვინ გაივლის გზას ბოლომდე: ინგლისი-ესპანეთის ფინალის წინათქმა

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ხვალ საქართველოში დასრულდება. ფინალი გრანდების გამოვიდა – ინგლისი ესპანეთს დაეჭიდება და ეს ამბავი ბათუმში მოხდება.

საქართველო ევროპას ლამაზად ასრულებს: ყველა ბილეთი გაყიდულია

თავიდანვე ჩანდა, რომ ეს ორი გუნდი ფავორიტი იყო და გასაკვირი არაფერია მათ ფინალისტობაში. ინგლისმა გაიმეორა 2013 წლის ესპანეთის მიღწევა, როდესაც ფინალში ისე გავიდა, რომ მანამდე ყველა მატჩი მოიგო და გოლი არ გაუშვია.

ესპანეთმა მაშინ იტალიას 4:2 მოუგო და შესაძლოა ეს კარგის ნიშანი იყოს ინგლისელებისთვის, რომლებიც ახალგაზრდული ევროს მესამედ მოგებას შეეცდებიან შორეული 1982 და 1984 წლების შემდეგ. ინგლისს ფინალში არ ეყოლება ტრავმირებული ჯეიკობ რემზე, სამაგიეროდ ბრუნდებიან დისკვალიფიცირებული მაქს არონსი და ბენ ჯონსონი.

ინგლისი ფინალში 2009 წელსაც გავიდა, მაგრამ მაშინ გერმანიასთან განადგურდა – 0:4.

ესპანეთი ფინალში პირველად 1984 წელს იყო, მაგრამ ახლა უკვე… მეცხრედ ითამაშებს.

ესპანეთმა 5-ჯერ იზეიმა გამარჯვება და იტალიასთან ერთად იყოფს ტიტულების რაოდენობას.

ესპანეთის ამ ახალგაზრდულში უკვე არიან გამარჯვებული ფსიქოლოგიის მქონე ფეხბურთელები. ანტონიო ბლანკო, სერხიო გომესი, ხუან მირანდა, აბელ რუისი და მწვრთნელი სანტი დენია 17 წლამდელთა (2017) და 19-წლამდელთა (2019) ევროპის ჩემპიონატების გამარჯვებულები არიან და ახლა ერთგვარ ჰეთ თრიქზე მიდიან.

მორგან გიბს-ვაითი (ინგლისის თავდამსხმელი):
„ორი წელიწადი ვმუშაობდით იმისთვის, რომ აქ აღმოვჩენილიყავით. მაგრამ ეს ჯერ არ არის მიღწევა. ვგრძნობ, რომ კარგი გუნდი გვყავს, მეგობრული და სწორი, რომელსაც შეუძლია გზა ბოლომდე გაიაროს“.

აბელ რუისი (ესპანეთის თავდამსხმელი):
„ვიცით, რომ ინგლისს ძალიან კარგი გუნდი ჰყავს. ის ფავორიტად ჩამოვიდა და მშვენიერი ჩემპიონატი ჩაატარა. ჩვენი პირველი ჩემპიონატი სწორედ ინგლისთან იყო (2017 წ. U17) და ახლა ისევ ინგლისელებს ვეთამაშებით ფინალში. იმედი მაქვს 2017 წლის ფინალს გავიმეორებთ, მაგრამ ამისთვის იდეალური მატჩის ჩატარება მოგვიწევს“.

ფინალები ესპანეთისა და ინგლისის მონაწილეობით:

2019: ესპანეთი – გერმანია 2:1
2017: გერმანია – ესპანეთი 1:0
2013: ესპანეთი- იტალია 4:2
2011: ესპანეთი – შვეიცარია 2:0
2009: გერმანია – ინგლისი 4:0
1998: ესპანეთი – საბერძნეთი 1:0
1996: იტალია – ესპანეთი 1:1, პენ. 4:2
1986: ესპანეთი – იტალია 3:3 (ორი მატჩის ჯამში), პენ. 3:0
1984: ინგლისი – ესპანეთი 3:0 (ორი მატჩის ჯამში)
1982: ინგლისი – გფრ 5:4 (ორი მატჩის ჯამში)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

უჩვეულო კვარტეტი: უკრაინას ისევ უნდა და მუნდიალი ორ კონტინენტზე

ჰოლანდიური კლუბის ახალ მაისურზე რუსეთის დროშა დაინახეს… რაშია საქმე?