დღეს, სასტუმრო “შერატონში” საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვილი სანიოლის პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც ფრანგმა სპეციალისტმა მოახლოებულ მატჩებთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა.
ვილი სანიოლი: ჩრ.მაკედონიის ნაკრები ჯგუფის ფავორიტია, მაგრამ ფავორიტის სტატუსი ბევრს არაფერს ნიშნავს
ვილი სანიოლმა ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლიში” გადასვლაზეც ისაუბრა.
“ბოსნია-ჰერცოგოვინასთან მატჩამდე ხვიჩას ვესაუბრე და ვუთხარი, რომ “რუბინიდან” წამოსვლის შემდეგ დროებით ბათუმის “დინამოში” გადასვლა სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა. “ნაპოლიში” გადასვლა ხვიჩასთვის ძალიან დიდი გამოწვევაა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მას ძლიერი მენტალობა აქვს და ამ გამოწვევას ღირსეულად გაუმკლავდება.”-თქვა ვილი სანიოლმა
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის 4 მატჩისთვის შეკრებას 24 მაისს დაიწყებს.
პირველი ცვლილება გაფართოებულ შემადგენლობაში: მიქელთაძე ქვილითაიას ნაცვლად
GIPHY App Key not set. Please check settings