„პორტსმუთი“ და „უიგანი“ ერთ დროს პრემიერლიგაში ჭიდაობდნენ, ახლა კი ლიგა 1-ში ცოდვილობენ – ინგლისის რანგით მესამე ლიგაში. „პორტსმუთი“ მეოთხე დივიზიონში გავარდნის საფრთხის წინაშსეა, „უიგანი“ კი ჩემპიონშიპისკენ აპარებს თვალს.
ურთიერთშეხვედრაში „პორტსმუთმა“ კი მოიგო (1:0 გასვლაზე), მაგრამ აქ მთავარი გოლი არ არის, არამედ შესაქცევი ინციდენტი მცირე შეხლა-შემოხლისას. „პორტსმუთის“ მცველმა ლი ბრაუნმა ბურთი ისროლა, რომელიც ზიმბაბველ ტენდაიე დარიკვეს მოხვდა.
მერე კი იყო წლის საუკეთესო სამსახიობო ოსტატობა:
სიტუაცია ნათლად იხილა ბენ კლოუზმა, მაგრამ პარტნიორი არ ჩაუშვა და მხოლოდ გაეცინა.
სხვათა შორის, ბურთისროლია ბრაუნს 1 გოლი აქვს გატანილი 104 მატჩში და როგორც ჩანს, მას ხელით სროლა უკეთ ეხერხება, ვიდრე ფეხით დარტყმა.
აგერ კიდევ ერთი რაღაც ამდაგვარი:
ვიდეო: წლის ყველაზე სასაცილო სიმულაცია – გაიცანით როსბინ რამოსი
GIPHY App Key not set. Please check settings