in

ვიდეო: ძალიან სასაცილო გოლი ბოლივიიდან – ვერ ჩააწოდა და… გაიტანა

ბოლივიის ჩემპიონატი სულ რაღაც ერთი თვის წინ დაიწყო, მაგრამ სეზონის ყველაზე მხიარული გოლის პრეტენდენტი უკვე არის.

მე-6 ტურში ლიგის მეორე გუნდი მესამეს მასპინძლობდა: „ბოლივარი“ შინ წაუგებელ „ავრორას“ ეთამაშებოდა და მოუგო. გადამწყვეტი გოლი კურიოზული გამოვიდა.

„ბოლივარის“ ნახევარმცველი პაბლო ერვიასი საჯარიოში ჩაწოდებას შეეცადა და ბურთი მოულოდნელად მეკარეს თავზე გადაუგდო. ერვიასის რეაქციაც საინტერესოა – ძალიან გაწბილდა უზუსტო ჩაწოდების გამო და შესაძლოა გოლის მომენტი არც დაუნახავს.

გოლის ავტორზეც ვთქვათ. ერვიასი 30 წლისაა და „სოსიედადში“, „ოსასუნაში“, „ოვიედოში“,“ელჩეში“, „ეიბარში“, „ვალიადოლიდსა“ და „მალაგაში“ უთამაშია.

2010 წელს კი U-17 ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრებში თამაშობდა დეულოფეოსთან, ხესესთან, პაკო ალკასართან, საულთან და ბერნატთან ერთად.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი კვარაცხელიაა – ქართველი ფეხბურთის არსია

5 ყველაზე პოპულარული ფეხბურთელი Google-ში