in

ვიდეო: შერმადინი ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესოა – ბასკებმა ქართველი ვერ შეაჩერეს

ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე მესამე მატჩი მოიგო გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“. კუნძულელებმა „ბილბაოს“ უმასპინძლეს და 78:66 დაამარცხეს. მატჩის ბედი მნიშვნელოვნად განსაზღვრა გიორგი შერმადინის კარგმა თამაშმა. მისი შეჩერება ბასკებისთვის შეუსრულებელი ამოცანა აღმოჩნდა.

ქართველი ცენტრის მონაგარი ასეთი იყო: 27 წუთი, 22 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი. გიორგიმ 14-დან 10 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ასეთი მაჩვენებლით, რა თქმა უნდა მატჩის საუკეთესო კალათბურთელი გახდა. აქვე აღვნიშნოთ, რომ შერმადინი ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩში სტატისტიკის ლიდერი და საუკეთესო მოთამაშე გახდა.

„ტენერიფეს“ სამი ტურის შემდეგ სამი მოგება აქვს და ოთხგუნდიან ჯგუფს ლიდერობს. მას მეოთხედფინალში გასვლა თითქმის განაღდებული აქვს. ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო მატჩს ტენერიფელები 7 მარტს ბილბაოში გამართავენ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამუმ 2 საჯარიმო ჩააგდო, მილუოკი მიჯრით იგებს

არის: ლებრონ ჯეიმსი NBA-ის ყველა დროის ბომბარდირია – ვიდეო