გიორგი შერმადინის ლენოვო ტენერიფე ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალში გავიდა. ტენერიფელებმა მეოთხედფინალური სერიის მესამე, გადამწყვეტ მატჩში თურქული თოფაში 78:55 გაანადგურეს და ოთხთა ფინალის საგზური ზედიზედ მე-3 წელია, მოიპოვეს.
ამ წარმატებაში სოლიდური წილი ქართველ ცენტრს მიუძღვის, რომელიც მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. შერმადინი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 23:35 წუთი გაატარა. საქართველოს ნაკრების ცენტრმა 7-დან 5 ორქულიანი და 3-დან 2 ორიანი ჩააგდო. შერმადინის ანგარიშზე 12 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა დაგროვდა. მასზე მეტი ქულა (13) მარსელინიო ჰუერტასმა ჩააგდო, რომელმაც 10 პასიც მიითვალა.
ოთხთა ფინალი, რომელშიც 3 ესპანური გუნდი გავიდა, 26 და 28 აპრილს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გაიმართება. ერთ წყვილში ესპანური დერბია: უნიკახა მურსიას 26 აპრილს დაუპირისპირდება. ამავე დღეს ტენერიფე ბერძნულ პერისტერს შეხვდება, რომელმაც მეოთხედფინალიდან მოულოდნელად მოქმედი ჩემპიონი, გერმანული ბონი გამოაგდო.
GIPHY App Key not set. Please check settings