in

ვიდეო: შენგელიამ ტრავმა მოირჩინა და 8 ქულითა და მოგებით დაბრუნდა

ძალიან მაგარი ამბავი: საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ ტრავმა მოირჩინა და მოედანს ევროლიგის მატჩში დაუბრუნდა. მისი გუნდი, ვირტუს ბოლონია ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირში სერბულ პარტიზანს მასპინძლობდა. შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა მოედანზე მისთვის საშუალო დროზე ნაკლები – 21:41 წუთი გაატარა და გამარჯვებაში საკუთარი წილიც დაიდო.

იტალიური კლუბი სერბებთან საფინალო სირენამდე სამიოდ წუთით ადრე 6 ქულით მარცხდებოდა (71:77), თუმცა, დასკვნითი მონაკვეთი ჩინებულად ჩაატარა და 88:84 მოიგო.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 21:41 წუთში 8 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.

შენგელიამ 2-ვე ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

ბოლონიელთა რიგებში საუკეთესონი იფე ლუნდბერგი და მარკო ბელინელი იყვნენ 20-20 ქულით, პარტიზანს კი კევინ პანტერმა (22), ჯეიმს ნანალიმა (18) და ალეკსა ავრამოვიჩმა (16) ულიდერეს.

ვირტუსმა 16 მოგება და 9 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მხოლოდ ესპანურ გრანდებს რეალსა (22-3) და ბარსელონას (17-8) ჩამორჩება. შენგელიას გუნდს მომდევნო მატჩი 9 თებერვალს, ისევ შინ, ფრანგულ მონაკოსთან ელის.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პირველად ისტორიაში: რეალი სპონსორს მკლავზე დაიხატავს – HP 70 მილიონს გადაიხდის

ბურჯანაძე ისევ MVP გახდა, მისმა გუნდმა სტუმრად მნიშვნელოვანი თამაში მოიგო