in

ვიდეო: შენგელიას 16 ქულა და ვირტუსის გასვლითი გამარჯვება

თორნიკე შენგელიას ლიდერობით ვირტუს ბოლონიამ მორიგი მატჩი მოიგო. იტალიის სერია A-ს მე-13 ტურში ვირტუსი სტუმრად პისტოიას შეხვდა და საკმაოდ იოლად – 90:71 დაამარცხა.

ბოლონიელთა ქართველმა ფორვარდმა 24 წუთში 16 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი გააკეთა. თორნიკემ 10-დან 7 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მატჩის საუკეთესო ბომბარდირი მარკო ბელინელი გახდა, რომელმაც 19 ქულა ჩააგდო.

ვირტუსმა სეზონში მეცხრე მატჩი მოიგო და იტალიის ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა. მომდევნო ტურში ბოლონიელთა მეტოქე პესარო იქნება, რომელსაც საკუთარ არენაზე უმასპინძლებენ. შეხვედრა 30 დეკემბერს გაიმართება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ზიდანი საფრანგეთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია

ვიდეო: მამუკელაშვილის 14 ქულა 15 წუთში, ბითაძე შემცირებაში მოჰყვა