in

ვიდეო: შენგელიას შოუ გრძელდება – 27 ქულა და გამარჯვება მაკაბისთან

თორნიკე შენგელია შეუჩერებელია და ტემპს, რომელიც ამ სეზონის დასაწყისიდან აიღო, კიდევ უფრო ზრდის. შენგელია ოქტომბრის საუკეთესო მოთამაშე გახდა ევროპის 2 წამყვან ლიგაში – სერია A-სა და ევროლიგაში, არანაკლებ შედეგიანი იყო ის ნოემბერშიც და დიდი შანსია, ოქტომბრის შთამბეჭდავი დუბლი დეკემბერში გაიმეოროს.

თოკო ევროლიგას სტატისტიკურ მაჩვენებლების გამაერთიანებელი ინდექსით ლიდერობს და ეს უპირატესობა მან ამ ტურში კიდევ უფრო მნიშვნელოვნად გაზარდა. შენგელიამ პარასკევ საღამოს, “მაკაბისთან” მოგებულ მატჩში 27 ქულა მიითვალა, სარგებლიანობის 34 ინდექსს უწია და ამ მაჩვენებელში უპირატესობა ყველა მოთამაშესთან, გარდა შეინ ლარკინისა, მნიშვნელოვნად გაზარდა. ეფესის ამერიკელმა უკანახაზელმა მე-13 ტურში თავი ისახელა – მისი 32 ქულით ეფესმა სტუმრად ალბა დაამარცხა და დიდი ალბათობით ტურის საუკეთესო მოთამაშედ თურქული პასპორტის მქონე ამერიკელს დაასახელებენ.

ბოლონიაში კი ზეიმია. ვირტუსი თორნიკე შენგელიას ლიდერობით მოგებას მოგებაზე ითვლის – იქნება ეს სერია A თუ კიდევ უფრო მძლავრი ევროლიგა. მე-13 ტურის მატჩი ვირტუსმა შინ, ისრაელის მაკაბისთან გამართა და 100:90 გაიმარჯვა. თანაბარი პირველი ნახევრის შემდეგ, რომელიც 49:49 დასრულდა, ვირტუსმა ლიდერობა მოიპოვა და მესამე პერიოდის 6-ქულიან ჰანდიკაპს ბოლო ათწუთეულში 4 კიდევ მიამატა. ეს ყველაფერი უპირველესად შენგელიას დამსახურებაა, რომელმაც…

33:52 წუთში 27 ქულა, 8 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 13-დან 10 ორქულიანი, 3-დან ერთი სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. შედეგიანი მატჩი ჰქონდა მარკო ბელინელისაც, რომელმაც ვირტუსს 22 ქულა შემატა. მარკომ 8-დან 4 სამქულიანი ჩააგდო. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა 34-ს უწია, რაც ორივე გუნდში საუკეთესო იყო და ქართველი ფორვარდი მატჩის გაუსაჩივრებელი MVP გახდა. შენგელიას უტეხი მეტოქის დასამარცხებლად გვერდში ეგდნენ მარკო ბელინელი (22 ქულა) და დანიელ ჰაკეტი (2 ქულა, 8 პასი).

ვირტუს ბოლონიას 13 მატჩში 9 მოგება და 4 მარცხი დაუგროვდა. იტალიური გუნდი ევროლიგის 18-გუნდიან ცხრილში მესამე ადგილზეა. შენგელია მომდევნო ტურში ყოფილ გუნდს დაუპირისპირდება. 14 დეკემბერს, ევროლიგის მე-10 ტურში ვირტუსის მეტოქე ბასკონია იქნება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პრემიერლიგის მანჩესტერში ყველაზე კარგი გიგზია: სად არიან რონალდო, კანტონა, ბექჰემი…

ვიდეო: ბითაძის 13 ქულა, 8 მოხსნა და 4 დაფარება დეტროიტთან მოგებულ მატჩში