ბელგიის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩი უიღბლო გამოდგა გიორგი ჩაკვეტაძისთვის. ტრავმისგან მოედანზე ახალდაბრუნებული ქართველი ჯერ კიდევ ფორმაში შესვლას ცდილობს და ახლა წითელი ბარათი და გარდაუვალი დისკვალიფიკაცია წამოეწია. გიორგიმ სტუმრად “ანტვერპენთან” შეხვედრის (1:0 მასპინძელთა სასარგებლოდ) პირველ ტაიმში მოედნის შუაგულში, უწყინარ სიტუაციაში მეტოქეს უკნიდან მწარედ დააბიჯა და მსაჯმა ვიდეოზე გამეორება რომ ნახა, ჩვენაინი მოედნიდან მიაბრძანა.
სადისციპლინო საბჭო გადაწყვეტილებას უახლოეს სხდომაზე გამოიტანს. ჩაკვეტაძე შესაძლოა ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ. ამას ითხოვს სადისციპლინო საბჭო და პლუს 2 ათასი ევროს გადახდის დაკისრებასაც.
“ჩაკვეტაძეს გაუკვირდა გერკენსის შემობრუნება, ამიტომ ფეხის გაწევა დააგვიანა. ვფიქრობ, ყვითელიც საკმარისი იქნებოდა“, – თქვა „გენტის“ მწვრთნელმა ჰაინ ვანჰეზებრუკმა.
ქართველის მოქმედება რომ უნებლიე იყო, ეს სადისციპლინო საბჭოშიც აღიარეს, მაგრამ…
ვიდეოში ჩაკვეტაძის გაძევების ეპიზოდი დაახლოებით 1.30 წუთიდანაა
GIPHY App Key not set. Please check settings