უკრაინის პრემიერლიგაში მეტი ინტრიგა აღარ დარჩა, მთავარი ტიტული კიევის „დინამოს“ ეკუთვნის, მეორე ადგილი კი ალბათ „შახტარს“ დარჩება, მესამე – „ზარიაა“.
თუმცა, რამდენიმე საინტერესო რამ მაინც იყო. მორიგი ტური მართლმადიდებლურ აღდგომას დაემთხვა და ზოგიერთ მატჩში დღესასწაულის აღნიშვნა გადაწყვიტეს.
„მარიუპოლი“-„ლვივის“ თამაშის წინ მონეტის აგდების ნაცვლად კაპიტნებმა შეღებილი კვერცხები შეაჯიბრეს.
იგივე ქნეს „რუხისა“ და „ალექსანდრიის“ კაპიტნებმაც.
აღდგომის შესახებ კომენტარები გააკეთეს მწვრთნელებმაც.
„მინდოდა მეთქვა, რომ ასეთ დღეს ფეხბურთელები ოჯახის წევრებთან ერთად უნდა ატარებდნენ, მატჩი კი არ უნდა ჰქონდეთ. სათამაშოდ ბევრი სხვა დღეა – ორშაბათი, შაბათი, პარასკევი. ფეხბურთელებიც ადამიანები არიან. ვულოცავ ყველას გამარჯვებას, ყოჩაღები ხართ“.
აღსანიშნავია, რომ კათოლიკური აღდგომა ერთი თვის წინ იყო და ავსტრიის ქალთა ბუნდესლიგაში კაპიტნებმა მონეტის აგდების ნაცვლად კვერცხები ჩაურტყეს.
ხოლო ბულგარეთში ასეთი რამ ჯერ კიდევ 2019 წელს გააკეთეს.
GIPHY App Key not set. Please check settings