in

ვიდეო: ფეხბურთელმა თითქმის გაიტანა, მაგრამ მოედანზე არსებული ცუნამის გამო ვერ გაიტანა

ჩილეს ჩემპიონატის მატჩში ფეხბურთელები უფრო სერიოზული ამოცანის წინაშე დადგნენ, ვიდრე უბრალოდ გოლის გატანაა. ფეხბურთელები ყველანაირად ცდილობდნენ მოედანზე დამდგარ წყალში არ დამხრჩვალიყვნენ. წყალმოვარდნა “უაჩიპატოსა” და “უნივერსიდად კათოლიკეს” შეხვედრაში მოხდა ტალკაუანოს სტადიონზე.

როდესაც ანგარიში 2:1 იყო მასპინძელთა სასარგებლოდ, თავდამსხმელ გასტონ ლესკანოს ანგარიშის გათანაბრების მშვენიერი შანსი ჰქონდა, მაგრამ მაშინ დასრიალდა, როდესაც უკვე ცარიელი კარის წინ იდგა, ამის შემდეგ წყლის მიერ შეჩერებულ ბურთს მეკარე მოახტა და ბინძური წყლისგან ნამდვილი ცუნამი წარმოქმნა.

ანგარიში აღარ შეცვლილა.

“უნივერსიდადი” მე-4 ადგილზეა, ხოლო “უაჩიპატო” გასავარდნ ზონაშია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფოტო: ჟურნალისტი, რომელსაც გახდა თხოვეს, მინიატურული კაბით წარდგა

მაყურებელი პარალიმპიადაზეც აიკრძალა: ჩვენებს ერთი სპორტსმენი გამოაკლდათ – გოგოჭურზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა