უეფას პრეზიდენტმა ალეკსანდერ ჩეფერინმა ახალი ტურნირის კონფერენს ლიგის თასი ოფიციალურად წარადგინა. ვიდეოს უეფას ოფიციალური ვებგვერდი აქვეყნებს.
ახალი ტურნირის გამარჯვებულისთვის განკუთვნილი ჯილდოს სიმაღლე 57,5 სანტიმეტრია, ხოლო წონა – 11 კილოგრამი. ვერცხლისფერი თასი, რომლის ძირი და ზედა ნაწილი ბრინჯაოსგან არის დამზადებული, 32 ექვსკუთხა ფირფიტისგან შედგება, რომლებიც ძირიდან კენწეროსკენ ხვეულად მიემართებიან.
კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოდან ვიცე-ჩემპიონი ბათუმის “დინამო”, გორის “დილა” და თასის გამარჯვებული “გაგრა” იასპარეზებენ.
კონფერენს ლიგა ევროთასების მესამე ტურნირი გახდება და მასში უეფას 55 ასოციაციის 184 გუნდი იასპარეზებს, რომელთა შორის 46 კლუბი ჩემპიონთა ლიგიდან და ევროპალიგიდან მოხვდება. ჯგუფურ ეტაპამდე, სადაც 32 გუნდი ითამაშებს, სამი საკვალიფიკაციო რაუნდი და პლეი–ოფი გაიმართება. ჯგუფური ეტაპს პლეი-ოფი მოჰყვება,
კონფერენს ლიგის პირველ ფინალურ შეხვედრას ალბანეთის დედაქალაქი ტირანა 2022 წლის 25 მაისს უმასპინძლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings