in

ვიდეო: საფრანგეთში ფანები ისევ შევარდნენ მოედანზე და ჩხუბი და აყალმაყალი ატეხეს

საფრანგეთის ჩემპიონატში, მე-6 ტურის მატჩში – „ლანსი“-„ლილი“ – მეორე ტაიმის დაწყება კარგა გვარიანად შეფერხდა. მიზეზი გულშემატკივრების უსაქციელობაა.

შესვენებაზე მასპინძელთა ფანები მოედანზე შეცვივდნენ. ისინი „ლილის“ ქომაგების სექტორისკენ გაემართნენ და ჩხუბში ჩაერთვნენ. სტიუარდებმა წესრიგის დამყარება ვერ გაქაჩეს და პოლიციის დახმარება გახდა საჭირო.

თამაში ნახევარი საათის შემდეგ განახლდა. ტრიბუნების მთელ პერიმეტრზე პოლიციელები ჩადგნენ. „ლანსის“ გულშემატკივრებს განუმარტეს, რომ თუ ინციდენტი განმეორდებოდა, მატჩი შეწყდებოდა.

„ლანსმა“ „ლილს“ შინ პირველად მოუგო 2006 წლის შემდეგ – ერთადერთი გოლი ფრანკოვსკიმ გაიტანა.

ამ სეზონში, მე-3 ტურის მატჩი „ნიცასა“ და „მარსელს“ შორის ვერ ჩამთავრდა ფანების მოედანზე შევარდნის გამო. „ნიცას“ ტექნიკური წაგება უნდა ჩათვლოდა, მაგრამ საბოლოოდ გადაყწდა, რომ გადაითამაშებენ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

As.com: მამარდაშვილი და კურტუა ლა ლიგის ტყუპი კოშკები არიან

ნონა მართალია: კარპოვმა გაფრინდაშვილის სარჩელზე ისაუბრა – ის ქართველია და რუსს ვერანაირად ვერ უწოდებ