in

ვიდეო: საოცარი დასასრული ვანდა მეტროპოლიტანოზე და კარასკოს გაცუდებული პენალტი

გუშინ, ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში, მადრიდის “ატლეტიკომ” “ლევერკუზენს” უმასპინძლა და მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა, მაგრამ ყველაზე მთავარი მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ ხდება.

95-ე წუთზე არბირტმა შეხვედრა დაასრულა, მაგრამ ვარის ოთახიდან დაუძახეს, რომ კუთხურიდან გერმანელ მცელს ბურთი ხელში ხვდება. მსაჯი პენალტს ნიშნავს!

11 მეტრიან დარტყმას თავის თავზე იანიკ ფერეირა კარასკო იღებს, რომელსაც გოლი და ასისტი უკვე ჰქონდა.

დარტყმა მოგერიებულია, შემდეგ დამატებაზე ხარიხა და ბოლო მცდელობისას უკვე კარასკოს კარის ხაზზე ხვდება ბურთი – 2:2!

“ატლეტიკო” 1/8 ფინალურ ოცნებას ემშვიდობება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ესპანური ფიასკო და ბაიერნის რეკორდები – ლიგის ფაქტები

ხვიჩა 100%-ით ხელშეუხებელია