NBA-ში „მილუოკი ბაქსმა“ მორიგი შეხვედრა გამართა. სანდრო მამუკელაშვილის გუნდი „ნიო ორლეანს პელიკანსს“ შეხვდა და135:110 მოუგო.
ქართველი მოედანზე მატჩის ბოლოს გამოჩნდა და 2:40 წუთი ითამაშა.
სანდრომ ერთი ეფექტური ჩატენვა მოასწრო და შეხვედრა 2 ქულით დაასრულა (ვიდეოში ბოლო ეპიზოდი).
შეგახსენებთ, რომ სანდრომ ბოლოს NBA-ში 14 იანვარს, „მაიამისთან“ ითამაშა.
იანის ანტეტოკუნმპომ ორმაგი დუბლი 50 ქულითა და 13 მოხსნით გაიფორმა.
„მილუოკი“ 33 მოგებითა და 17 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings