in

ახლა უფრო თამამად შეიძლება ითქვას: ნაპოლი ჩემპიონი გახდება – თუ ერთიანობა არ არის, არაფერი გამოვა

„ნაპოლიმ“ სერია ა-ს მე-20 ტურის ცენტრალურ მატჩში „რომა“ დაამარცხა 2:1 და ლიდერობა განიმტკიცა.

მატჩის სემდეგ გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა კომენტარი გააკეთეს:

ლუჩანო სპალეტი:

„ჩვენ ვართ ერთიანი, შეკრული გუნდი. თითოეული ფეხბურთელი, მოედანზე მყოფი თუ სათადარიგოთა სკამზე მჯდომი, ერთნაირად არის შემართული. თუ ასეთი ერთიანობა არ არის, არაფერი გამოვა.
შეცვლაზე შესულ ნებისმიერ ფეხბურთელს შეუძლია გატანა და ეს არის ჩვენი დიდი პლუსი, რადგან სეზონი გრძელია და მნიშვნელოვანია, ყველა მოთამაშეს შეჰქონდეს წვლილი გამარჯვებაში.
დღეს ვერ ვითამაშეთ ისე, როგორც ჩვენ გვახასიათებს, პირველ რიგში ბურთის კონტროლს და კომბინაციურ თამაშს ვგულისხმობ“.

ჟოზე მოურინიო:

„თამაში კარგად დავიწყეთ. ოსიმენის გოლის შემდეგ უსამართლობის განცდა გვქონდა, გუნდი კარგად თამაშობდა, კარგად იცავდა თავს, მაღალ პრესინგს მიმართავდა და მეტოქეზე ზეწოლას ახდენდა. არის მატჩები, რომლებსაც წააგებ, თუმცა უფრო თავდაჯერებული ხდები. ჩვენ ვართ გუნდი, რომელმაც „ნაპოლის“ ყველაზე მეტი პრობლემა შეუქმნა და ამან ისინი შეაშინა.
გავიმეორებ, რაც გუშინ ვთქვი: ახლა უფრო დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩემპიონები გახდებიან“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რა მიიღო ხვიჩამ

ვიდეო: სანდრომ ეფექტურად ჩატენა – მილუოკიმ იანისის 50 ქულით მოიგო