კრიშტიანო რონალდო გუნდის კაპიტანი გახდა, რომელიც პსჟ-სთან ითამაშებს.
19 იანვარს ერ-რიადში შედგება ამხანაგური თამაში პარიზელებსა და „ალ ნასრისა“ და „ალ ჰილალის“ გუნდების მოთამაშეებისგან დაკომპლექტებულ ნაკრებს შორის.
37 წლის პორტუგალიელმა კაპიტნის სამკლაური ალ აშ-შეიხისგან მიიღო, რომელიც საუდის არაბეთში გართობის საქმეთა მთავარი სამმართველოს ხელმღძვანელია. ის ასევე „ალმერიას“ მფლობელია.
რონალდო „ალ ნასრიში“ დეკემბრის ბოლოს გადავიდა, მაგრამ ახალ გუნდში ჯერ არ უთამაშია.
GIPHY App Key not set. Please check settings