in

ვიდეო: რონალდომ მატჩის შემდეგ მაისური მოისროლა – იუვე კრიშტიანოს არ დააჯარიმებს, ის შესაძლოა საჩუქარი იყო

ტურინის “იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ „ჯენოასთან“ მატჩის შემდეგ ემოციები ვერ მოთოკა.

მატჩის შემდეგ მოედნის დატოვების დროს, პორტუგალიელმა მაისური გაიხადა და გაბრაზებულმა გაზონზე დააგდო. მაისური ბოლბოიმ აიღო.

ჟურნალისტმა რომეო აგრესტიმ განაცხადა, რომ რონალდომ ბოლბოის მაისური მისი თხოვნით მისცა. ამასთან, „ბიანკონერის“ მთავარ მწვრთნელ ანდრეა პირლოს წამოსცდა, რომ ფორვარდი საკუთარი თამაშით ძალიან უკმაყოფილო იყო.


„ეს ნორმალურია. რონალდოს გოლის გატანა უნდოდა, მით უმეტეს მაშინ, როცა თამაში გართულდა. ის ჩემპიონია და ყოველთვის მაქსიმუმს ცდილობს“, – თქვა მწვრთნელმა.
პირლომ ისიც დაამატა, რომ კლუბი მოთამაშეს არ დააჯარიმეს.

„ის გულდაწყვეტილი იყო, რაც სხვა მოთამაშეებსაც ხშირად ემართებათ. მატჩი დასრულებული იყო და ნორმალურია, რომ ის ნერვიულობდა. ვფიქრობ, კლუბი მას არ დააჯარიმებს”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ატლეტიკომ კლასიკოთი ვერ ისარგებლა: 3 გუნდის 8 ფინალი (30-ე ტური)

ბასილაშვილი რეიტინგში ერთი საფეხურით დაწინაურდა