კრიშტიანო რონალდოს მაისურის მიღება მეტოქე გუნდის ფეხბურთელებისთვისაც და გულშემატკივრებისთვისაც უბრალოდ ოცნებაა.
მაგრამ საქმე ისაა, რომ კრიშტიანოს ამ მაისურების დარიგება საკუთარი ჯიბიდან უწევს. მაინც რამდენი? „უოტფორდის“ მეკარე ბენ ფოსტერმა გადაწყვიტა გამოეთვალა.
„კრიშტიანო არიგებს მაისურებს, რის თანხასაც თავად იხდის. ფაქტობრივად ყყველა მატჩში.
მაშ ასე, მან ითამაშა 1100 მატჩი კარიერაში. ის ორ მაისურს იღებს თითო შეხვედრაზე. არ ვამბობ, რომ ყველას ჩუქნის. ვივარაუდოთ, საშუალოდ ამ მატჩებისას თითო გასცა.
ვნახოთ რა ღირს ახლა ეს მაისურები, „მანჩესტერის“ 100 ფუნტი. ცუდად არ გამიგოთ, ადრე უფრო იაფი იყო – 50, 60 ფუნტი – ამიტომ დავითვალოთ, რომ საშუალოდ 70 ფუნტი ღირს.
გამოვიდა, რომ კრიშტიანომ 77 ათასი ფუნტი (დაახლოებით 92 ათასი ევრო) გადაიხადა იმაში, რომ საკუთარი მაისურები დაარიგა“, – ასე გამოავლინა მათემატიკის უნარები მეკარე ფოსტერმა.
GIPHY App Key not set. Please check settings