კრიშტიანო რონალდოს ოფიციალური დებიუტი „ალ ნასრში“ შედგა და ის წარმატებული გამოდგა. პორტუგალიელის გუნდმა შინ „ალ იტიფაკი“ 1:0 დაამარცხა ჩემპიონატის მე-14 ტურში. 37 წლის კრიშტიანომ მთელი მატჩი ითამაშა.
პირველ ტაიმში რონალდომ ჯარიმიდან დაარტყა, მაგრამ ბურთი კარს ზემოდან აცდა.
74-ე წუთზე კი მაკრატელა სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა.
სხვათა შორის რონალდოს არ წაუგია არცერთი სადებიუტო შეხვედრა – არც კლუბში და არც ნაკრებში. 5 მოგება 6 სადებიუტო მატჩში.
შეგახსენებთ, ამ თამაშამდე რონალდომ უკვე ითამაშა საუდეთში, როდესაც „ალ ნასრისა“ და „ალ ჰილალის“ გაერთიანებულმა გუნდმა პსჟ-სთან ამხანაგურ შეხვედრაში 4:5 წააგო.
მატჩის შემდეგ რონალდომ კომენტარი გააკეთა:
„პირველი თამაში, პირველი მოგება. მშვენიერია ბიჭებო.
მადლობა გულშემატკივრებს არაჩვეულებრივი მხარდაჭერისთვის“ – დაწერა რონალდომ და მატჩის ფოტოებიც გამოაქვეყნა.
GIPHY App Key not set. Please check settings