საფრანგეთის PRO D2-ის 26-ე ტურის შეხვედრაში “გრენობლი” “მონტობანს” დაუპირისპირდა და 22:21 დაამარცხა.
მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო ზურაბ ჟვანია, რომელმაც შეხვედრის მეშვიდე წუთზე ბრწყინვალე ლელო გაიტანა. “ზუზუმ” კარგად დაიქნია მეტოქე და ისეთი სოლორეიდი განახორციელა, რომელსაც ნებისმიერი მაღალი დონის უკანახაზელი ინატრებდა.
ქართველი ბურჯის ეს ბრწყინვალე ლელო PRO D2-მაც გამოარჩია და სოციალურ ქსელში შემდეგი წარწერით ატვირთა: ყველას, ვისაც აინტერესებს როგორი უნდა იყოს თანამედროვე ბურჯი. პასუხი გაეცა!
26 ტურის შემდეგ, “გრენობლი” PRO D2-ში მე*13 ადგილზეა.
ზურაბ ჟვანიას “ბორჯღალოსნების” კვართით 41 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 11 ლელოა.
GIPHY App Key not set. Please check settings