ლეო მესი აშშ-ში ციბრუტობას განაგრძობს და ახალ რეკორდებს ამყარებს. მისმა “ინტერ მაიამიმ“ შინ „ნიუ იორკ რედ ბულსი“ გაანადგურა – 6:2. არგენტინელმა ყველა გოლში მიიღო მონაწილეობა.
5 ასისტი ერთ ტაიმში, 5 საგოლე პასი ერთ მატჩში და ერთ თამაშში ექვს გოლში მონაწილეობა – ეს MLS-ის ახალი რეკორდებია, რომელიც მესიმ დაწერა. აქამდე შვიდმა ფეხბურთელმა მოახერხა ერთ შეხვედრაში ხუთ გოლში მონაწილეობა, მათ შორის ორჯერ ურუგვაელმა დიეგო როსიმ.
ეს არის ლეო მესის პირველი ასისტების პენტა-თრიქი.
მესი – MLS-ის საუკეთესო ბომბარდირია გოლი+პასის სისტემით – 10+9 სულ რაღაც 8 მატჩში (12+11 ყველა ტურნირის 11 მატჩში).
ლეო ასევე გახდა „ინტერ მაიამის“ ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელსაც გოლების და ასისტების მხრივ ორნიშნა მაჩვენებელი აქვს. სეზონის 11 მატჩიდან უშედეგოდ მოედანს არ ტოვებს – ან იტანს ან პასს აძლევს.
მესიმ კარიერაში პირველად შეასრულა 5 საგოლე პასი ერთ მატჩში და 6 ქულა აიღო „გოლი+პასის“ სისტემით.
მესი „ინტერ მაიამის“ ისტორიაში უკვე ტოპ 5 ბომბარდირშია. ლეოს 6 გოლი რჩება იგუაინის რეკორდამდე.
MLS მესის 5 გოლზე: „ადამიანი არ არის! ყველა დროის უდიადესი მოთამაშე!“
„ინტერი“ – MLS-ის ლიდერია.
GIPHY App Key not set. Please check settings