კურიოზული მომენტი მოხდა კონფერენს ლიგის მატჩში. ერთმანეთს ჩრდ ირლანდიის „გლენტორანი“ და მალტის „გზირა“ შეხვდნენ და საქმე მატჩის შემდგომ პენალტების სერიამდე მივიდა.
მალტელთა გუნდის მეკარე დევიდ კასარმა ბურთი მოიგერია და აღნიშვნა დაიწყო (ვიდეოში მე-14 წუთის ბოლოსკენ). თუმცა სანამ ის სიხარულისგან დახტოდა, მეკარის ხელიდან ავარდნილი ბურთი დაეშვა და გაზონზე დაცემის შემდეგ კარში შეგორდა.
მსაჯმა გოლი ჩათვალა.
საბოლოოდ „გზირამ“ მაინც მოიგო – 14:13 და მეორე ეტაპზე გავიდა.
აღვნიშნოთ, რომ პენალტების ასეთი ხანგრძლივობა მსოფლიო რეკორდია.
GIPHY App Key not set. Please check settings