სანდრო მამუკელაშვილის მორიგი სტაბილური მატჩი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში. სან ანტონიო სტუმრად შეხვდა დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ ფინიქსს და 21 ქულით – 94:115 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ფინიქსში ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი, კევინ დიურანი თამაშობს, რომელთან პაექრობა სანდროს რამდენიმე ეპიზოდში მოუწია.
სანდრომ პარკეტზე 28:30 წუთი გაატარა, რა დროშიც 13 ქულა, 8 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. მან 3-დან 3 ორქულიანი, 3-დან ერთი სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. განსაკუთრებით ეფექტური კრის პოლთან თამაშის მომენტი იყო, როდესაც მამუკელაშვილმა ორქულიანი ჩააგდო.
ფინიქსს დევინ ბუკერმა და კრის პოლმა ულიდერეს. ბუკერმა 27 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი დააგროვა, ხოლო პოლის ანგარიშზე 22 ქულა, 2 მოხსნა და 3 პასი იყო. კევინ დურანტმა სან ანტონიოს 18 ქულა ჩაუგდო.
გრეგ პოპოვიჩის გუნდს რეგულარულ სეზონში კიდევ სამი მატჩი აქვს ჩასატარებელი, რის შემდეგაც სეზონს დაასრულებს. სან ანტონიო მომდევნო მატჩში პორტლენდს საკუთარ არენაზე უმასპინძლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings