NBA-ის განვითარების ლიგაში სანდრო მამუკელაშვილის „ვისკონსინ ჰერდი“ და გიორგი ბეჟანიშვილმა „სკაიჰოუკსი“ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. შეხვედრა ვისკონსინელებმა 120:116 მოიგეს, რაშიც მამუკელაშვილს წვლილი დიდია: სანდრომ 35 წუთში ორმაგი დუბლი გაახერხა: 29 ქულა და 16 მოხსნა, პლუს 7 პასი.
მამუმ 20-დან 11 სროლა გამოიყენა, 5-დან 4 სამქულიანი ჩააგდო.
გიორგი ბეჟანიშვილმა კი 21 წუთი ითამაშა და მოკრძალებული სტატისტიკა ჰქონდა: 2 ქულა, 1 მოხსნა და 2 პასი.
ამასობაში NBA-ის რეგულარულ ჩემპიონატში გოგა ბითაძის „ინდიანამ“ „პორტლენდს“ უმასპინძლა და 108:99 მოუგო. 23 წლის ქართველი თამაშში პირველი მეოთხედის მიწურულს ჩაერთო. გოგამ მოედანზე 4:43 წუთი გაატარა, რა დროშიც თავის გუნდს 2 მოხსნით, 1 პასითა და 1 ჩაჭრით დაეხმარა.
GIPHY App Key not set. Please check settings