ესპანეთში თასის მატჩები გაიმართა.
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ 1/16 ფინალში სტუმრად „ლა ნუსია“ 3:0 დაამარცხა და ბრძოლას აგრძელებს.
მიუხედვად იმისა, რომ „ვალენსია“ მესამე ლიგის გუნდს ეთამაშებოდა თასის შეხვედრაში, ჯენარო გატუზომ ქართველი მეკარე მაინც ძირითად შემადგენლობაში დააყენა. ჩვენიანს, როგორც მოსალოდნელი იყო, ბევრი საქმე არც ჰქონია. თუმცა უნდა ითქვას, რომ მასპინძლებმა მოახერხეს საგოლე შანსის შექმნა.
გოლები ჯასტინ კლიუვერტმა (მე-3 წთ), ილაიშ მოლიბამ (31-ე წთ), უგო დურომ (72-ე წთ) გაიტანეს.
ჯერ არ არის ცნობილი ვის შეხვდება „ვალენსია“ 1/8-ფინალში.
GIPHY App Key not set. Please check settings