საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე გამარჯვება მოიპოვა.
ირის ანტმანის გუნდმა, თბილისში, კვიპროსის ნაკრები მინიმალური ანგარიშით, თეონა ბაქრაძის მე-13 წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა.
თბილისი. „მიხეილ მესხი 2“
საქართველო – კვიპროსი 1:0
გოლი: ბაქრაძე (13)
საქართველო: გაბუნია, ქადაგიშვილი, კალანდაძე, გასვიანი, ჩხარტიშვილი, პასიკაშვილი, ჩემინავა (ამბალია 84), დანელია, ბუხრიკიძე, ბებია, ბაქრაძე (ბოლქვაძე 90)
ოთხი მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 7 ქულა აქვს და ჯგუფში მეორე ადგილზეა.
მომდევნო მატჩებს ჩვენი გუნდი 12 და 16 ივლისს, ბელარუსთან საკუთარ მოედანზე და სტუმრად ლიეტუვასთან გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings