„მოდენას“ მეკარე რიკარდო განომ გამარჯვების გოლი გაიტანა სერია C-ის 36-ე ტურის მატჩში „იმოლეზეს“ წინააღმდეგ. მეკარემ თავი 91-ე წუთზე გამოიჩინა და მისი გოლი გამარჯვების მომტანი გახდა.
დარტყმა იმდენად ძლიერი გამოდგა, რომ ბურთმა ფაქტობრივად მთელი მოედანი იფრინა და გაზონიდან ასხლეტის შემდეგ მეტოქის კარში აღმოჩნდა.
სერია C-ში „მოდენა“ პირველ ადგილზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings