in

ვიდეო: ვინ მოდის თბილისში – ესპანეთი ჩვენთან ახალი ფორმით ითამაშებს

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე 15 ნოემბერს ესპანეთს ეთამაშება. ამ მატჩისთვის ესპანელთა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ შემადგენლობა დაასახელა.

მეკარეები: უნაი სიმონი (ბილბაო), დავიდ რაია (არსენალი), ალექს რემირო (სოსიედადი).

მცველები: ემერიკ ლაპორტი (ბილბაო), დანი ვივიანი (ბილბაო), ალეხანდრო გრიმალდო (ლევერკუზენი), მარკოს ლორენტე (ატლეტიკო), მარკ კუკურელია (ჩელსი), პაუ კუბარსი (ბარსელონა), დინ ჰაუსენი (რეალი), პედრო პორო (ტოტენჰემი).

ნახევარმცველები: ფაბიან რუისი (პსჟ), მარტინ ზუბიმენდი (არსენალი), მიკელ მერინო (არსენალი), ალეიშ გარსია (ლევერკუზენი), პაბლო ბარიოსი (ატლეტიკო), ალექს ბაენა (ატლეტიკო), პაბლო ფორნალსი (ბეტისი).

თავდამსხმელები: მიკელ ოიარსაბალი (სოსიედადი), იერემი პინო (კრისტალ პალასი), დანი ოლმო (ბარსელონა), ფერმინ ლოპესი (ბარსელონა), ლამინ იამალი (ბარსელონა), ფერან ტორესი (ბარსელონა), სამუ აგეჰოვა (პორტუ), ბორხა იგლესიასი (სელტა).

ესპანეთის ნაკრებმა ახალი საშნაო ფორმა წარადგინა, რომლითაც გუნდი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს. როგორც დაგეგმილია, პირველად ამ ახალი ფორმით ესპანეთი სწორედ თბილისში ითამაშებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამუკელაშვილის 12 ქულა და ტორონტოს ზედიზედ მეოთხე გამარჯვება