სამმატჩიანი შესვენების შემდეგ სანდრო მამუკელაშვილი მოედანს დაუბრუნდა. მან ბოლო მატჩი ზურგის ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა „საკრამენტიოსთან“ გამოჩნდა, რომ ტრავმა სერიოზული არ არის და კარგ ფორმაშია.
სანდრო „სან ანტონიო“-„საკრამენტოს“ მატჩის მეორე პერიოდში გამოვიდა. ჯამში 12 წუთი ითამაშა და 6 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. მაგარია ჩვენიანის +|- მაჩვენებელი: როდესაც ის მოედანზე იყო, „სან ანტონიო“ 21 ქულით სჯობნიდა „საკრამენტოს“.
მესამე პერიოდის ბოლო წამს მატჩის გამორჩეული მომენტი ვიხილეთ: დრო იწურებოდა, „სან ანტონიოს“ შესატევად 4 წამი ჰქონდა, სწრაფად გადავიდნენ მეტოქის ნახევარზე და სირენასთან ერთად ეფექტური ორქულიანი ჩააგდეს. ეს მამუკელაშვილმა გააკეთა.
ამ ტყორცნით „სპურსმა“ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება მაინც „საკრამენტოს“ დარჩა – 129:120.
„სან ანტონიომ“ ზედიზედ მეექვსედ წააგო მიმდინარე სეზონში.
თორმეტიდან მეშვიდე მატჩი მოიგო გოგა ბითაძის „ორლანდომ“. ფლორიდელებმა სტუმრად „ჩიკაგოს“ აჯობეს – 103:97.
გოგამ 21 წუთი ითამაშა და 2 ქულა, 4 მოხსნა, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მოაგროვა.
GIPHY App Key not set. Please check settings