ამ დღეს დიდხანს ველოდით. 928 დღის შემდეგ, გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა და იმედია ეს უიღბლობის დასასრული და ახალი, კიდევ უფრო მაგარი პერიოდის დასაწყისი იქნება.
ბელგიის თასის 1/16 ფინალურ შეხვედრაში “გენტი” სამოყვარულო ლიგის გუნდს, “ბელისია ბილზენს” დაუპირისპირდა და 4:0 დაამარცხა. 22 წლის ქართველი შემტევი “ბუფალოს” ძირითად შემადგენლობაში იყო და 64-ე წუთზე პენალტის ნიშნულიდან შეძლო გატანა.
ჩაკვეტაძეს აქამდე ბოლო ოფიციალურ შეხვედრაში 2019 წლის 13 აპრილს “ანტვერპენთან” ჰქონდა გატანილი.
ქართველ ფეხბურთელს ბელგიური კლუბის მაისურით, რომლის ღირსებას 2017 წლის ზაფხულიდან იცავს, ყველა ტურნირის 78 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული. ამ დროისთვის მის ანგარიშზე 8 გოლი და 16 საგოლე პასია.
GIPHY App Key not set. Please check settings