საფრანგეთში, ლიგა 2-ში ტურის მორიგი მატჩები ჰქონდათ ქართველ ფეხბურთელებს.
ზურიკო დავითაშვილის „ბორდომ“ მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო გასვლაზე „დიჟონთან“ 3:0 და 36 ქულით ცხრილში მე-2 ადგილზეა.
დავითაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო, ის 72-ე წუთზე შეცვალეს.
„ბორდო“ მომდევნო ტურში ლიდერ „ლე ავრს“ უმასპინძლებს 31 იანვარს.
„მეცის“ ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც სრულად ითამაშა სტუმრად „ვალენსიენთან“. „მეცი“ აგებდა, მაგრამ 90+2-ე წუთზე თამაში გადაარჩინა – 1:1.
„მეცს“ 31 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings