in

ვიდეო: გოგა ათამაშეს, ინდიანამ ისევ მოიგო

გოგა ბითაძის “ინდიანამ“ კიდევ ერთი თამაში მოიგო. „პეისერსმა“ გასვლაზე „ბრუკლინი“ დაამარცხა – 125:116. ეს არის გოგას გუნდის ზედიზედ მეორე, ისე კი მესამე გამარჯვება სეზონში.

ბითაძეს შედარებით უფრო მეტი სათამაშო დრო მიეცა, რადგან მაილს ტერნერს არ უთამაშია. ჩვენიანმა 13:25 წუთი ითამაშა და 5 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. გოგამ 2-დან 2 ორქულიანი და 4-დან 1 საჯარიმო გამოიყენა. მხოლოდ ერთხელ დაჯარიმდა და ბურთი არ დაუკარგავს.

„ინდიანას“ 7 მატჩის შემდეგ 3 მოგება და 4 წაგება აქვს. 1 ნოემბერს კვლავ „ბრუკლინ ნეტსს“ ეთამაშება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

აგუეროს ლეგენდარულ, ხელუხლებელ მაისურს აუქციონზე ყიდიან

შერმადინმა დერბი მოიგო