NBA-ში პირველი თამაში მოიგო გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“, რომელმაც საწყისი ორი მარცხის შემდეგ „დეტროიტი“ დაამარცხა – 124:115.
ქართველს ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჰქონდა. მან 25:23 წუთი ითამაშა და ორმაგი დუბლის გაფორმება მოახერხა. გოგას ანგარიშზეა 14 ქულა, 15 მოხსნა (8 შეტევაში), 4 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარებაა. ეს ბითაძისთვის მოხსნებში კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია.
გოგამ 3-დან ერთი 3-ქულიანი ჩააგდო, სამაგიეროდ ორქულიანები 100%-იანი სიზუსტით ესროლა და 5-დან 5-ვე ჩააგდო, 4 ჯარიმიდან კი ერთხელ ესროლა ზუსტად. ამასთან, 3-ჯერ დაჯარიმდა და ერთხელ დაკარგა ბურთი.
გადამწყვეტი აღმოჩნდა მესამე მეოთხედი, რომელიც „ინდიანამ“ 13 ქულით მოიგო და უპირატესობა სწორედ მაშინ მოიპოვა.
მომდევნო მატჩს „პეისერსი“ 25 ოქტომბერს „ფილადელფიასთან“ ითამაშებს.
GIPHY App Key not set. Please check settings