ესპანეთის ლა ლიგამ სოციალურ ქსელებში თავის ოფიციალურ გვერდებზე 2021 წლის TOP 10 სეივი გამოაქვეყნა.
წლის 10 საუკეთესო სეივს შორის კი, საქართველოს ნაკრების და ესპანური “ვალენსიას” მეკარე გიორგი მამარდაშვილიც მოხვდა. პირველი ტურის შეხვედრაში, “მესტალიაზე” “ხეტაფესთან” ქართველმა მეკარემ ლა ლიგაში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა და ბოლო წუთზე ურთულესი ბურთის მოგერიებით თავის გუნდს სამი ქულა მოუპოვა. აღნიშნული სეივი ლა ლიგის აგვისტოს თვის საუკეთესო სეივად დასახელდა, მამარდაშვილი კი, პირველი ტურის საუკეთესო მეკარე გახდა.
გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიას” ზაფხულში შეუერთდა და “ღამურების” მაისურით 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
21 წლის ქართველი მეკარე, რომელიც თბილისის “დინამოს” საკუთრება იყო, ესპანურმა კლუბმა 202 წლის 31 დეკემბერს 850 000 ევროდ გამოისყიდა და 3+1 წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. მამარდაშვილის ესპანური კლუბიდან გამოსასყიდი თანხა კი, 20 მილიონ ევროს შეადგენს.
GIPHY App Key not set. Please check settings