გიორგი გაგუამ ესპანეთში მორიგი გოლი გაიტანა. 20 წლის ქართველმა თავდამსხმელმა თავი სეგუნდა B-ს ჩემპიონატში გამოიჩინა.
ქართველი თავდამსხმელის გუნდი, „ალავესი II“ „იზარას“ ესტუმრა და 1:2 დამარცხდა.
სტუმრებიდან თავი გაგუამ გამოიჩინა. 65-ე წუთზე, როდესაც ანგარიში „იზარას“ სასარგებლოდ 2:0 იყო, გიორგი გაგუამ მოედნის ცენტრში ბურთი მიიღო, კარისკენ დიდი სისწრაფით დაიძრა და კარიდან გამოსულ მეკარეს ბურთი თავზე ეფექტურად გადაუგდო.
გიორგი გაგუას ანგარიშზე მიმდინარე სეზონში სეგუნდა B-ში 21 მატჩი და 4 გოლია.
GIPHY App Key not set. Please check settings