„ბარსას“ ფანებმა ლიონელ მესი ვარჯიშის დასრულების შემდეგ გადაიღეს, რითაც კაპიტანი ძალიან გააბრაზეს. ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც გაღიზიანებული მესი ფანებს ფოტოებისა და ვიდეოს გადაღების გამო ეჩხუბება.
„რატომ აგრძელებთ ერთი და იმავე რამის გადაღებას, როცა ეს უკვე ბევრჯერ გაქვთ გაკეთებული? თქვენი აზრით, ეს ნორმალურია? საკმარისია, გეყოფათ!” – მიმართა მესიმ გულშემატკივრებს.
„ბარსას“ ლეგენდის სიტყვებმა ფანები ძალიან შეაწუხა და პასუხად მათ ერთხმად შესძახეს: – „გვაპატიე, ლეო!“.
შეგახსენებთ, რომ მესის კონტრაქტს „ბარსაში“ ვადა 2020/21 წლის სეზონის ბოლოს გასდის.
GIPHY App Key not set. Please check settings