გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსმა” NBA-ს რეგულარულ სეზონში მორიგი შეხვედრა გამართა და “მემფისი” 132:125 დაამარცხა. ინდიანაპოლისელებისთვის ეს ზედიზედ მესამე გამარჯვებაა.
საქართველოს ნაკრების ცენტრს ამჯერადაც დიდი დრო მიეცა სათამაშოდ. გოგამ 18 წუთში 7 ქულა, 6 მოხსნა, 5 დაფარება 1 პასი მიითვალა. ბითაძემ 3-დან 2 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
ინდიანელთაგან 34 ქულით საუკეთესო იყო კარის ლევერტი, ხოლო საბონისმა 18 ქულა, 15 მოხსნა და 9 პასი მოაგროვა.
25 მოგებითა და 27 მარცხით “ინდიანა” აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზეა და პლეი-ოფში გასასვლელად იბრძვის. შემდეგი მატჩი ბითაძის გუნდს 14 აპრილს, შინ “კლიპერსთან” ელის.
GIPHY App Key not set. Please check settings