in

ვიდეო: ბითაძის 11 ქულა და 7 მოხსნა – ორლანდომ ზედიზედ მე-7 მატჩი მოიგო

ორლანდო მეჯიქის “ჯადოქრული” სვლა გრძელდება. გოგა ბითაძის გუნდმა ნბა-ში ზედიზედ მე-7 მატჩი მოიგო, რაც ამ რიგითად შერაცხული გუნდისთვის მართლაც საოცარი შედეგია. ფლორიდელთა მორიგი ლუკმა შარლოტ ჰორნეტსი გახლდათ, რომელიც “ჯადოქრებმა” ორლანდოში 130:117 დაამარცხეს.

საქართველოს ნაკრების ცენტრი „ორლანდოს“ სასტარტო შემადგენლობაში იყო და შედეგიანადაც გაისარჯა: 20 წუთი, 11 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი. გოგამ 7-დან 5 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ორმაგ დუბლსაც ჩაიწერდა, რომ არა მწვრთნელის ჩანაფიქრი – მეოთხე პერიოდში ტანდაბალი ხუთეულით ითამაშა. მორიც ვაგნერსა და გოგა ბითაძეს ბოლოს თამაშის საშუალება არ მისცა.

სამაგიეროდ, გაილაღა მორიცის ძმამ, ფრანც ვაგნერმა, რომელმაც 30 ქულა ჩააგდო. პაოლო ბანკერომ მატჩი 23 ქულით დაასრულა.

ეს იყო „ორლანდოს“ ზედიზედ მე-7 გამარჯვება მიმდინარე სეზონში (სულ 12). ამ მაჩვენებლით ის აღმოსავლეთის კონფერენციაში მეორე-მესამე ადგილებს იყოფს „მილუოკისთან“. შემდეგ მატჩს ორლანდოელები კვლავ შინ, 29 ნოემბერს, ვაშინგტონ ვიზარდსთან გამართავენ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შერმადინის 24 ქულა სროლათა 100-პროცენტიანი მაჩვენებლით და მოგება ოვერტაიმში

21-ე საუკუნის ლა ლიგა: თითოდან თითო სიმბოლურში